მთავარი

აფიშა

თეატრი

გალერეა

არქივი

სცენის ტექ. მონაცემები

ბილეთები

საკ. ინფორმაცია

ისტორია

 

გაცვლითი სპექტაკლები ნოვა გორიცას სლოვენიურ ნაციონალურ თეატრსა და ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს შორის

 

   2020 წლის იანვარში ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი ევროპის თეატრალური კონვენციის (ETC) წევრი გახდა. ეს არის ევროპული სახალხო თეატრების უმსხვილესი გაერთიანება, რომელიც მოიცავს 20 ევროპული ქვეყნის 40-მდე წევრს, ასახავს რა, აქტიური ევროპული კულტურული სექტორის მრავალფეროვნებას. 1988 წელს დაარსებული ევროპის თეატრალური კონვენცია აქტიურად უწყობს ხელს თეატრის, როგორც დიალოგის, დემოკრატიისა და ინტერაქციის სასიცოცხლო პლატფორმის განვითარებას, რომელიც გამოხმაურებას ჰპოვებს, ასახავს და მონაწილეობს დღევანდელ მრავალფეროვან აუდიტორიასა და ცვალებად საზოგადოებებში.

 

   ETC– ს სპექტაკლების გაცვლის პროგრამის ფარგლებში, 2021 წლის 22 და 23 ნოემბერს, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი ნოვა გორიცას სლოვენიურ ნაციონალურ თეატრში წარადგენს მის ორ გახმაურებულ სპექტაკლს: ,,დუპლეტი’’, ვაცლავ ჰაველის ,,აუდიენციისა’’ და ჰაროლდ პინტერის ,,წასვლამდე’’ მიხედვით, რეჟისორი - კოტე აბაშიძე და „ორთა ბოდვა“ ეჟენ იონესკოს მიხედვით, რეჟისორები - კოტე აბაშიძე და ლევან სვანაძე.

 

   2022 წლის მაისში ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი უმასპინძლებს სტუმრებს სლოვენიიდან. ნოვა გორიცას თეატრი ქართველი მაყურებლის წინაშე წარსდგება ორი სპექტაკლით.

პროექტს მხარს უჭერს ევროპის თეატრალური კონვენცია ETC, პროგრამა ENGAGE-ის ფარგლებში. ENGAGE - თანამედროვე აუდიტორიის გაძლიერება გამოწვევებით აღსავსე თეატრის საშუალებით, თანადაფინანსებულია ევროკავშირის პროგრამა კრეატიული ევროპის მიერ.

 

 

ივნისის აქტივობები

17 ივნისიდან 1 ივლისამდე, მესხიშვილის თეატრი, უკვე მეათედ, მასპინძლობს წლის მთავარ თეატრალურ მოვლენას იმერეთში, თეატრალურ ფესტივალს ,,თეატრალური იმერეთი'', რომელიც საქართველოს თეატრალურ მოღვაწეთა საზოგადოება ქუთაისის ორგანიზაციის ინიციატივით იმართება და მასში ჩართულია რეგიონის ყველა პროფესიული და მუნიციპალური თეატრი. წელს მესხიშვილის თეატრმა გახსნა ფესტივალი სპექტაკ-ლით ,,სიმართლე''. (პიესის ავტორი-ფლორიან ზელერი, რეჟისორი-გიორგი შალუტაშვილი. როლებში - ნინო ჭოლაძე სოფიო ჩირაძე, დავით როინიშვილი, გიორგი შალამბერიძე). ფესტივალის გახსნის ცერემონიალზე გაიმართა დაჯილდოვების ცერემონიალი და მესხიშვილელებს მიენიჭათ შემდეგი პრემიები: იპოლიტე ხვიჩიას სახელობის ჯილდო - მსახიობებს: გიზო ღელეყვას და გიზო კაკაურიძეს, ამაგდარის წოდება მსახიობებს: დოდო ტაბატაძეს, ალექსანდრე ტოროტაძეს, გოჩა ნიკოლაძეს, ბელა მირიანაშვილის სახელობის ჯილდო - მსახიობ ნინო ჭოლაძეს, თეატრალური ფესტივალის მხარდაჭერისათვის ჯილდო მიენიჭა მსახიობ ინგა კაკიაშვილს. საგულოსხმოა, რომ რეგიონის სხვადასხვა თეატრი ფესტივალზე მონაწილეობს მესხიშვილის თეატრის რეჟისორებისა და მსახიობების სარეჟისორო ნამუშევრებით. წელს, მაგალითად, წარმოდგენილი იქნება მსახიობ ავთანდილ სახამბერიძის სპექტაკლი - ოთარ ბაღათურიას ,,მეფე ლირი თავშესაფარში'' (ბაღდათის თეატრი) და რეჟისორ თორნიკე მარჯანიშვილის სპექტაკლი - ივ ჟამიაკის ,,ყველაფერი გადახდილია'' (სამტრედიის თეატრი). 25 - 26 ივნისს თეატრის მცირე სცენაზე გაიმართება პრემიერა ,, კუ+კოკინა'' (ეჟენ იონესკოს პიესის მიხედვით ,,ორთა ბოდვა'') რეჟისორები-ლევან სვანაძე, კოტე აბაშიძე. მონაწილეობენ მსახიობები-მარიკა სამანიშვილი, თენგიზ ჯავახაძე. 30 ივნისს მწვანე თეატრი უმასპინძლებს მაყურებელს. წარმოდგენილი იქმება პრემიერა სპექტაკლისა ,,ბარდნალა''(ლადო ასათიანის ლექსების მიხედვით). პოეტურ მისტერიას წარმოადგენს მსახიობი ავთანდილ სახამბერიძე. ინსცენირების ავტორი-გვანცა ჯავახაძე.

თეატრის ახალი სოცოცხლე პანდემიის შემდეგ

  მესხიშვილოს თეატრმა 160-ე სეზონი 10 ოქტომბერს, ახალ სივრცეში, ღია ცის ქვეშ გახსნა, მაგრამ ეპიდსიტუაციის გაუარესებამ თეატრი იძულებული გახადა, შეეწყვიტა წარმოდგენების ჩვენება. გრძელდებოდა მხოლოდ სარეპეტიციო სამუშაოები - რეგულაციების დაცვის მკაცრი კონტროლით. 2021 წლის პირველ აპრილს საქართველოს ყველა თეატრმა აღადგინა მუშაობა. ამ დროისათვის მესხიშვილის თეატრში უკვე სამი პრემიერაა მზად. 3, 4, 11 აპრილს თეატრი წარმოადგენს ლუის კეროლის ცნობილი ზღაპრის მიხედვით შექმნილ სპექტაკლს ,,ელისი საოცრებათა ქვეყანაში’’. რეჟისორი-ელენე მაცხონაშვილი. ელისის როლში- მსახიობი ნინო ჭოლაძე. სპექტაკლისთვის სპეციალურად დაიწერა ორიგინალური მუსიკა. კომპოზოტორია გიორგი ჩლაიძე.,, ,,ელისი საოცრებათა ქვეყანაში’’ დიდი პროექტის ნაწილია, რომელსაც რეჟისორი ელენე მაცხონაშვილი რეგიონალურ თეატრებში ახორციელებს და რომელიც თოჯინური ზღაპრის დრამატული თეატრის სცენაზე ასვლას გულისხმობს. ჩვენს სპექტაკლში ერთნაირადაა გამოყენებული როგორც ცოცხალი პლანი (მსახიობები), ასევე- თოჯინები. ჩვენი მსახიობები, ამ პროექტით, თოჯონის ტარების ხელოვნებასაც დაეუფლნენ. 3 და 4 აპრილის წარმოდგენებმა დაგვანახა, როგორ მონატრებია თეატრი მაყურებელს. პარტერში, ბენუარის ლოჟებსა და ბელეტაჟზე განთავსდა 300 მაყურებელი ( რეგულაციების მიხედვით, - სკამის გამოტოვებით, ჭადრაკული პრინციპით). პატარა ელისის დიდმა მოგზაურობამ ორივე საპრემიერო დღეს ანშლაგით და წარმატებით ჩაიარა. 23 და 25 აპრილს თეატრი მორიგი პრემიერისთვის ემზადება. ,,თქვენო უდიდებულესობავ'' ასე ჰქვია რეჟისორ კონსტანტინე აბაშიძის ფსიქოლოგიურ მონოდრამას, რომელიც ნუგზარ ლორთქიფანიძის პიესის მიხედვით შეიქმნა. პიესას საფუძვლად უდევს ცნობილი ფრანგი მწერლის, ჟილბერ სესბრონის მოთხრობა. პიესა პოლიტიკური ხასიათისაა და პიროვნებისა და ხელისუფალის დამოკიდებულებას, ხილულ თუ უხილავ ბრძოლას ეხება. დალაქის როლს ასრულებს მსახიობი ზვიად სვანაძე. მაისში კიდევ ერთი პრემიერა იგეგმება - ეჟენ იონესკოს ,,ორთა ბოდვა''. სპექტაკლზე ორი რეჟისორი მუშაობს - ლევან სვანაძე და კოტე აბაშიძე. მონაწილეობენ მსახიობები: მარიკა სამანიშვილი და თენგიზ ჯავახაძე. პანდემიის გამოცხადებამდე დაწყებული იყო მუშაობა ბერტოლდ ბრეხტის პიესაზე ,,დაფდაფები ღამით''. სპექტაკლს ახორციელებს მოწვეული რეჟისორი - ნიკოლოზ საბაშვილი. უახლოეს პერიოდშო სარეპეტიციო სამუშაოები აღდგება. გაზაფხილის დადგომის და ტემპერატურის მომატების კვალდაკვალ, ფუნქციას იძენს ,,მწვანე თეატრი''. მაისში მსახიობი ავთანდილ სახამბერიძე წარმოადგენს ლადო ასათიანის ლექსების მიხედვით შექმნილ მონოსპექტაკლს ,,ბარდნალა''. სექტემბერში მესხიშვილის თეატრი უმასპინძლებს ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების ფორუმს. მესხიშვილის თეატრი წარდგება კოტე აბაშიძის სპექტაკლით ,,მაკბეტი''.

2020 სლის შეჩერებული და შესრულებული პროექტები

მესხიშვილის თეატრმა 160-ე თეატრალური სეზონი გახსნა!

     2020 წლის 10 ოქტომბერს მესხიშვილის თეატრმა საიუბილეო 160-ე სეზონი გახსნა. რეგულაციების კვალდაკვალ, სეზონი ღია სოვრცეში გაიხსნა. ამასთან, შედგა ახალი სცენის - "მწვანე თეატრის'' პრეზენტაცია, რომელიც თეატრის ეზოში მიმდინარე წლის ზაფხულში აშენდა. სწორედ მწვანე თეატრში გაიმართა 10 ოქტომბრის ღონისძიება. დასაწყისში, საზოგადოებას სიტყვოთ მიმართა სამხატვრო ხელმძღვანელმა- კოტე აბაშიძემ, რომლემაც ყურადღება გაამახვილა ახალი სივრცის მნიშვნელობაზე და თეატრის ახალ გამოწ-ვევებზე. წარმოდგენილი იქნა ნაწყვეტი საპრემიერო სპექტაკლიდან ,,თქვენო უდოდებულესობავ'', რომელოც ნუგზარ ლორთქიფანიძის პიესის მიხედვით განა-ხორციელა კოტე აბაშიძემ. სპექტაკლი მონოდრამაა და თამაშობს მსახიობი ზვიად სვანაძე.

     შედგა ქეთი მამაუკელაშვილის მონოგრაფიის პრეზენტაცია ,,ეფრო კლდიაშვილი''. საზოგადოებას სიტყვით მიმართა თეატრალური კავშირის თავმჯდომარემ, გიორგი გეგჭკორმა და დაიწყო ყოველწლიური დაჯილოდების ცერემონიალი. ეს ღონისძიება, ტრადიციულად, 27 მარტს იმართება. წლის საუკეთესოს ნომინაციაში მრავალი თეატრი დაჯილდოვდა. მესხიშვილის თეატრს წელს უხვი მონაპოვარი აქვს: სულხან- საბა ორბელიანის ჯილდო, დესპანის წოდება, მედეა ჯაფარიძის, გიორგი შავგულიძის, ანზორ ხერხაძის სახელობის პრემიები, დოდო ალექსიძის სახელობის პრემია. ასევე, ამაგდარის ტიტული მიენიჭა თეატრის თერთმეტ თანამშრომელს.

პანდემია და მომავალი სეზონის გეგმები

     2020 წლის 3 მარტს მესხიშვილის თეატრმა ოფიციალურად მიიღო გადაწყვეტილება და ამცნო მაყურებელს, რომ შექმნილი სიტუაციის და პრევენციის მიზნით, ორი კვირით, 17 მარტამდე წყვეტდა სპექტაკლების ჩვენებას. 17-მა  მარტმა ჯერ 1 აპრილამდე გადაიწია, შემდეგ კი-განუსაზღვრელი ვადით. მსოფლიოში გავრცელებული პანდენია, ბუნებრივია, როგორც მორალურად, ასევე-ფინანასურად, უარყოფითად აისახა თეატრის ცხოვრებაზე. თვითიზოლაციის მძიმე დღეებში მესხიშვილის თეატრი ყოველდრიურად სთავაზობდა მაყურეებლს ,,ახალ პროდუქტს'' მსახიობების სახლებში ჩაწერილ ვიდეოებს-ლექსს, პროზას, სიმრერას. 2020 წლის 19 ივლისს თეატრმა სეზონი ღია ცის ქვეშ, თეატრის ცენტრალურ შესასვლელთან დახურა მუსიკალური სპექტაკლით ,,ბრემენელი მუსიკოსები''. თუმცა, მანამდე დაისახა მომავალი სეზონის გეგმა.

 

      2020_21 წლების სეზონი საიუბილეოა მესხიშვილის თეატრისთვის. 160-ე სეზონის გახსნა 26 სექტემბერს შედგება. დაგეგმილია მრავალი ღონისძიება: სეზონი გაიხსნება პრემიერით ,,თქვენო უდიდებულესობავ''

(რეჟისორი-კოტე აბაშიძე). 27 მარტის სადღესასწაულო ღონისძიება, რომელსაც საქართველოს თეატრალური საზოგადოება ყოველწლიურად აწყობს, გაიმართება 26 სექტემბერს, მესხისხიშვილის თეატრში. შედგება დაჯილდოების ცერემონიალი - ,,წლის საუკეთესო'', რომელსაც თეატრალური საზოგადოება მართავს და წელს, საუკეთესო სპექტაკლისთვის გრანპრი გადაეცემა მესხიშვილის თეატრის სპექტაკლს ,,ქარი ქრის ვერხვებში''

(რეჟისორი - ნინო მაღლაკელიძე, მსახიობები- სულხან გოგოლაშვილო, ზვიად სვანაძე, დავით როინიშვილი). ოფოციალურად შედგება ,,მწვანე თეატრის'' - ახალი, ღია სივრცის პრეზენტაცია. რაც შეეხება დანარჩენ სპექტაკლებს - წარმოებაში ჩაშვებულია და მუშაობა მიმდინარეობს ექვს ახალ სპექტაკლზე.

 

 

ნუგზარ ლორთქიფანიძე

 

,,თქვენო უდიდებულესობავ“

 

(ჟილბერ სებრონის მოთხრობის მიხედვით)

ფსიქოლოგიური მონოდრამა

 

დამდგმელი რეჟისორი - კოტე აბაშიძე

მხაატვარი - შოთა გლურჯიძე

კომპოზიტორი - გივი ჩლაიძე

რეჟისორის თანასემწე - ვახტანგ ამანათიძე

 

მონაწილეობენ:

დალაქი - ზვიად სვანაძე

 

სპექტაკლი ეძღვნება ნუგზარ ლორთქიფანიძის ხსოვნას.

 

 

      ერთ ,,მშვენიერ“ დღეს...

      დედამიწაზე პირველად დაირღვა უფლის მიერ დადგენილი თანასწორობის და თავისუფლების კანონი.

     ერთმა ადამიანმა , მეორე ადამიანზე იძალადა, დაიმორჩილა და ეს ,,ჰუმანური“ აქტი ,,თავის უფლებად“ და პრივილეგიად გამოაცხადა.

      იმ დღიდან მოყოლებული, კაცობრიობის ისტორია, ინდივიდის  და  სისტემის, პიროვნების და ხელისუფლების,  ცნობიერი,  თუ ქვეცნობიერი  ბრძოლის უხეშ ფონზე ვითარდება.

      სისტემა ყოველთვის გააკეთებს იმას, რის უფლებასაც ჩვენ მივცეთ!

        ამ ყველაზე აქტუალურ, სამწუხაროდ მარადიულ პრობლემას ეხება - ჟილბერ სებრსონის მოთხრობის მიხედვით, შექმნილი რეჟისორ ნუგზარ ლორთქიფანიძის შესანიშნავი ფსიქოლოგიური მონოდრამა - ,,თქვენო უდიდებულესობავ“!   სწორედ ეს ნაწარმოები დაედო საფუძვლად, რეჟისორ კოტე აბაშიძის და მსახიობ ზვიად სვანაძის მიერ,  პოლიტიკური თეატრის ჟანრში შექმნილ სპექტაკლს.

 

საქართველოს თეატრალური კავშირის ყოველწლიურ კონკურსში მესხიშვილის თეატრის სპექტაკლმა "ქარი ქრის ვერხვებში", გრანპრი მოიპოვა

ა(ა) იპ - შემოქმედებითი კავშირი - საქართველოს თეატრალური საზოგადოება

დადგენილება ა(ა) იპ - შემოქმედებითი კავშირი - საქართველოს თეატრალური საზოგადოების ყოველწლიური პრემიის - „წლის საუკეთესო თეატრალური ნამუშევარი - 2020“ მინიჭება მოხდეს ქვემოთ ჩამოთვლილი ნომინაციების მიხედვით:

1)    წლის საუკეთესო ქართული პიესისთვის - „ოდისეა“ ავთანდილ დიასამიძე (მოზარდ მაყურებელთა თეატრი).

2)    წლის საუკეთესო სპექტაკლისთვის „გრან-პრი“ - „ქარი ქრის ვერხვებში“ რეჟისორი;

წინო მაღლაკელიძე, მსახიობები: დავით როინიშვილი, ზვიად სვანაძე, სულხან

გოგოლაშვილი (ქუთაისის თეატრი).

3)    წლის საუკეთესო რეჟისორული ნამუშევარი - „ღია შუშაბანდი" კახა გოგიძე (მესხეთის თეატრი).

4)    წლის საუკეთესო მამაკაცის როლისათვის - „ზოოპარკის ისტორია“ ანდრო ვაჭრიძე (მესხეთის თეატრი).

5)    წლის საუკეთესო ქალის როლისათვის - „კოცნა“ თამარ მდინარაძე (ოზურგეთის თეატრი).

6)    წლის საუკეთესო ეპიზოდური მამაკაცის როლისათვის - „კლდიაშვილი. ჯი“ მანუჩარ შერვაშიძე

(ბათუმის თეატრი).

7)    წლის საუკეთესო ეპიზოდური ქალის როლისათვის - „სადღეგრძელო“ მარინა არღუთაშვილი (გორის თეატრი).

8)     წლის საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობი ვაჟისთვის (არა უმეტეს 30 წლის) – „ელექტრიკოსი“ ვალერი კობერიძე (რუსთავის თეატრი).

9)   წლის საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობი ქალისთვის (არა უმეტეს 30 წლის) - „შეცვალე“ ქეთევან

 ლუარსაბიშვილი (გორის თეატრი).

10) წლის საუკეთესო სცენოგრაფიული ნამუშევრისთვის - „ბედნიერი წყვილი“ ლომგულ მურუსიძე

(რუსთავის თეატრი).

11) წლის საუკეთესო ორიგინალური მუსიკისთვის - „შეცვალე“ მერი ბეროშვილი (გორის თეატრი).

12) წლის საუკეთესო ქორეოგრაფიული ნამუშევრისთვის - „ალადინი" დავით მეტრეველი (მოზარდ მაყურებელთა თეატრი).

13) წლის ორიგინალური თეატრალური იდეისა და მისი განხორციელებისთვის„ოდისეა“ ავთანდილ დიასამიძე (მოზარდ მაყურებელთა თეატრი).

14) წლის საუკეთესო კრიტიკული (რეცენზია, შემოქმედებითი პორტრეტი და ა.შ) ნაშრომისთვის- ნოდარ გურაბანიძე „მკვლელობა სამანიშვილის ოჯახში“, „აკაკი

აკაკიჩის გარდაცვალება“ (თეატრალური საზოგადოება).

 

 

გაცვლითი სპექტაკლები ოდესის თეატრალურ სივრცე TEO-სა და ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს შორის

 

    2020 წლის იანვარში ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი ევროპის თეატრალური კონვენციის (ETC) წევრი გახდა. ეს არის ევროპული სახალხო თეატრების უმსხვილესი გაერთიანება, რომელიც მოიცავს 20 ევროპული ქვეყნის 40-მდე წევრს, ასახავს რა, აქტიური ევროპული კულტურული სექტორის მრავალფეროვნებას. 1988 წელს დაარსებული ევროპის თეატრალური კონვენცია აქტიურად უწყობს ხელს თეატრის, როგორც დიალოგის, დემოკრატიისა და ინტერაქციის სასიცოცხლო პლატფორმის განვითარებას, რომელიც გამოხმაურებას ჰპოვებს, ასახავს და მონაწილეობს დღევანდელ მრავალფეროვან აუდიტორიასა და ცვალებად საზოგადოებებში.

 

    ETC– ს სპექტაკლების გაცვლის პროგრამის ფარგლებში, 2020 წლის 6 და 7 მაისს ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი უმასპინძლებს სტუმრებს ოდესიდან, უკრაინიდან. თეატრალური სივრცე TEO ქართველი მაყურებლის წინაშე წარსდგება სპექტაკლით ,,სარდაფში’’, პიესის ავტორი - სვეტლანა ბასკოვა, რეჟისორი - ივან ორლენკო.

2020 წლის 18 და 19 მაისს კი, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი ქ. ოდესაში, თეატრალურ სივრცეში TEO წარადგენს მის 2 გახმაურებულ სპექტაკლს: ,,დუპლეტი’’ დადგმული კოტე აბაშიძის მიერ, ვაცლავ ჰაველის ,,აუდიენციისა’’ და ჰაროლდ პინტერის ,,წასვლამდე’’ მიხედვით და ფლორიან ზელერის ,,სიმართლეს’’ დადგმულს რეჟისორ გიორგი შალუტაშვილის მიერ.

 

 

პროექტს მხარს უჭერს ევროპის თეატრალური კონვენცია ETC, პროგრამა ENGAGE-ის ფარგლებში. ENGAGE - თანამედროვე აუდიტორიის გაძლიერება გამოწვევებით აღსავსე თეატრის საშუალებით, თანადაფინანსებულია ევროკავშირის პროგრამა კრეატიული ევროპის მიერ.

Created By Zura Khvadagiani