მთავარი

აფიშა

თეატრი

გალერეა

არქივი

სცენის ტექ. მონაცემები

ბილეთები

საკ. ინფორმაცია

ისტორია

გიორგი თავაძე

 

დაბადების თარიღი: 07.09.1969წ. ქ. თბილისი.

 

განათლება:

 

   1993 – 1998 წწ.    შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი. სარეჟისორო ფაკულტეტი (დრამის რეჟისურა, მიხეილ თუმანიშვილის სახელოსნო).

   1986-1990 წწ.  შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი. სამსახიობო ფაკულტეტი (დრამისა და კინოს მსახიობი, გიზო ჟორდანიას სახელოსნო).

 

სამუშაო გამოცდილება:

 

2021 წ.  გორის გ. ერისთავის სახ. სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი. (დამდგმელი რეჟისორი.)

2019 წ. -  ქ. დერბენტის სულეიმან სტალსკის სახელობის ლეზგინური მუსიკალურ-დრამატული თეატრი. (დამდგმელი რეჟისორი).

2016 - 2017 წწ.  საზოგადოებრივი მაუწყებელი მხატვრულ-დოკუმენტური ტელე-სერიალი „გააგრძელე საქართველოს ისტორია“. (მხატვრული სცენების დამდგმელი რეჟისორი).

2014 წ. კ.   მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო  თეატრი. (დამდგმელი რეჟისორი).

2013 წ.   ს. ახმეტელის სახელობის სახელმწიფო  თეატრი (დამდგმელი რეჟისორი) .

2012 წ.  კ. გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო  თეატრი (დამდგმელი რეჟისორი).

2006 - დღემდე    ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი (დამდგმელი რეჟისორი)

2011 წ.  ზუგდიდის შ. დადიანის სახელობის სახელმწიფო  თეატრი. (დამდგმელი რეჟისორი)

2006წ.  ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრი (რეჟისორ თემურ ჩხეიძის ასისტენტი)

2003-2006 წწ.  თემურ ჩხეიძის შემოქმედებითი სახელოსნო (სახელოსნოს ხელმძღვანელის თანაშემწე, დამდგმელი რეჟისორი).

2002-2004 წწ.  ს. ზაქარიაძის სახელობის თეატრალური კოლეჯი (სამსახიობო ოსტატობისა და რეჟისურის პედაგოგი).

2001-2006 წწ. სკოლა-სტუდია „ბერიკები“ (რეჟისორ-პედაგოგი).

1991-1993 წწ.  ესთეტიური აღზრდის ცენტრთან არსებული თეატრალური სტუდია (რეჟისორ-პედაგოგი).

1990-1993 წწ.        მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო  თეატრი.

(მსახიობი)

 

სპექტაკლები:

 

2021წ. უილიამ შექსპირი - „ვენეციელი ვაჭარი“ – (დამდგმელი რეჟისორი). გორის გ. ერისთავის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი.

2019 წ.  ნოდარ დუმბაძე - „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ – (ინსცენირების ავტორი და დამდგმელი რეჟისორი) - ქ. დერბენტის სულეიმან სტალსკის სახელობის ლეზგინური მუსიკალურ-დრამატული თეატრი.

2019 წ.  უილიამ შექსპირი - „ქარიშხალი“ - (დამდგმელი რეჟისორი) - ნ. დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი

2018 წ.          თომას მანი „მარიო და ჯადოქარი“ (ინსცენირების ავტორი და დამდგმელი რეჟისორი) ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო  თეატრი.

2017 წ.  „მე, ბებია, ბაბუა და ჭინკები“ - ნ. დუმბაძის მოთხრობების მიხედვით (ინსცენირების ავტორი და დამდგმელი რეჟისორი) - ნ. დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი.

2016 წ.  ერიკ-ემანუელ შმიტი - „სასტუმრო ორი სამყაროს გასაყარზე“ (დამდგმელი რეჟისორი) - შოთა რუსთაველის სახელობის თეატრი.

2016 წ.          ისააკ ბაშევის-ზინგერი „ტოიბელე და მისი დემონი“  - ამავე სახელწოდების (დამდგმელი რეჟისორი) - ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო  თეატრი.

2016 წ.  ასტრიდ ლინდგრენი - „პეპი გრძელიწინდა“ (დამდგმელი რეჟისორი) - ნ. დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი.

2015 წ.          ვილჰელმ ჰაუფი „ჯუჯა ცხვირი“ (დამდგმელი რეჟისორი) - ნ. დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი.

2014  წ.  ისააკ ბაშევის-ზინგერი „ტოიბელე და მისი დემონი“  - ამავე სახელწოდების (დამდგმელი რეჟისორი) - კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო  თეატრი.

2013 წ.  „კინკასის უცნაური გარდაცვალება“ – ჟორჟი ამადუს მოთხრობის მიხედვით (ინსცენირების ავტორი და დამდგმელი რეჟისორი) – კ. გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო  თეატრი.

2013 წ.  ერიკ-ემანუილ შმიტი „სასტუმრო ორი სამყაროს გასაყარზე“   (დამდგმელი რეჟისორი) - სანდრო ახმეტელის სახელობის სახელმწიფო  თეატრი.

2012 წ.   „მაგიის საოცრებანი“ – რიუნოსკე აკუტაგავას ნოველების მიხედვით (ინსცენირების ავტორი და დამდგმელი რეჟისორი) – სანდრო ახმეტელის სახელობის  თეატრი.

2011 წ.   „მაგიის საოცრებანი“ – რიუნოსკე აკუტაგავას ნოველების მიხედვით (ინსცენირების ავტორი და დამდგმელი რეჟისორი) –ზუგდიდის შ. დადიანის სახელობის სახელმწიფო თეატრი.

2010 წ.  „გიულიჰჰ. . .“ – შიო არაგვისპირელის მოთხრობის მიხედვით (ინსცენირების ავტორი და დამდგმელი რეჟისორი) – კ.მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი. (განახლებული დადგმა).

2010 წ.  „მე, ბებია, ბაბუა და ჭინკები“ – ნ. დუმბაძის მოთხრობების მიხედვით (ინსცენირების ავტორი და დამდგმელი რეჟისორი) – კ. გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო თეატრი.

2009 წ. „ეწერში მდგარი თხმელა“ – კ. გამსახურდიას ნოველების მიხედვით (ინსცენირების ავტორი და დამდგმელი რეჟისორი) – კ. გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო  თეატრი.

2007 წ. „ნიშნობა“ – მ. მეტერლინკის ამავე სახელწოდების პიესის მოტივებზე (ინსცენირების ავტორი და დამდგმელი რეჟისორი) – ნ. დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი.

2005 წ. „გიულიჰჰ. . .“ – შიო არაგვისპირელის მოთხრობის მიხედვით (ინსცენირების ავტორი და დამდგმელი რეჟისორი) – სამეფო უბნის თეატრი.

2004 წ. „აქ, ამ სავანეში“ – თ. ჩხეიძის სახელოსნოს მიერ მომზადებული ოთხი, თითოაქტიანი პიესისგან შემდგარი სპექტაკლი (ერთ-ერთი პიესის ავტორი და დამდგმელი რეჟისორი).

2002 წ.        ვოლკოვი „ზურმუხტქალაქის ჯადოქარი“ (ინსცენირების ავტორი და დამდგმელი რეჟისორი) - სადიპლომო ნამუშევარი

 

ფესტივალები და კონკურსები:

 

2021 წ. დაღესტანში გამართული ნაციონალური თეატრების საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობა სპექტაკლით „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ (სტალსკის სახ. ლეზგინური თეატრი). პრიზი მამაკაცის საუკეთესო როლი შესრულებისთვისა და პრიზი საუკეთესო სამსახიობო ანსამბლისათვის.

2013 წ.  ყოველწლიური თეატრალური პრემია „დურუჯი“-ს ფინალისტი სპექტაკლით „კინკასის უცნაური გარდაცვალება“.

2013 წ.   ქ. ედინბურგის საერთაშორისო თეატრალურ „Fringe“  მონაწილეობის მიღება სპექტაკლით „მაგიის საოცრებანი“.

2013 წ.   თეატრის მოღვაწეთა კავშირის ყოველწლიურ კონკურსში მონაწილეობა სპექტაკლით „მაგიის საოცრებანი“ – პრემია წლის საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევრისთვის.

2006 წ.  მიხეილ თუმანიშვილის სახელობის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში „საჩუქარი“ მონაწილეობა სპექტაკლით „გიულიჰჰ...“

1997 წ.   კინოსტუდია „ადამ და ევა“-ს მიერ მოწყობილ კინოსცენარების კონკურსში მონაწილეობა სცენარით სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმისთვის „მაიმუნი“ (საუკეთესო ათეული).

1990 წ.  ქალაქ ბრატისლავაში გამართული სტუდენტური სპექტაკლების საერთაშორისო ფესტივალში „Istropolitana Festival“ მონაწილეობა სამსახიობო ჯგუფის საკურსო სპექტაკლით „მუსუსი“.

 

ფილმოგრაფია:

 

2016-2017 წწ. მხატვრულ-დოკუმენტური ტელე-სერიალი „გააგრძელე საქართველოს ისტორია“ (15 სერიის მხატვრული სცენების დამდგმელი რეჟისორი).

2011წ. „რაიმონდ ცოლერის სამი ლექსი“ – მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი თანამედროვე ლუქსემბურგელი მწერლისა და პოეტის რაიმონდ ცოლერის ლექსების მიხედვით. (სცენარის ავტორი, რეჟისორი და პროდუსერი)

 

სამსახიობო ნამუშევრები:

 

მარჯანიშვილის თეატრი:

 

ახალგაზრდა პატრიციუსი - ალბერ კამიუ „კალიგულა“ რეჟ. გიორგი თოდაძე

კირითხურო, ბერი, ჯარისკაცი - კონსტანტინე გამსახურდია „დიდოსტატი“ რეჟ. დავით ანდღულაძე

დიაკვანი - ჯაბა იოსელიანი „საქართველოს უკანასკნელი დედოფალი“ რეჟ. მედეა კუჭუხიძე

კუკუ - გიორგი გამსახურდია - „მუნჯის სიზმრები“ რეჟ. იგორ ფილიევი

 

კინოფილმები:

 

ებრაელი ვაჭარი - „გააგრძელე საქართველოს ისტორია“ რეჟ. გურამ ქართველიშვილი, გიორგი თავაძე

ბიჭი - „ისინი“ რეჟ. ლევან ზაქარეიშვილი

ახალგაზრდა რეზო ჩხეიძე - „წარსული მუდამ ჩვენთანაა“ რეჟ. გუგული მგელაძე

შალვა - „დანაშაული მოხდა“ რეჟ. ნანა მჭედლიძე

 

 

Created By Zura Khvadagiani